შეყვარებულები 21 საუკუნეში
21 საუკუნე ახალი ტექნოლოგიების საუკუნეა და ყველაფერი ინტერნეტში ხდება. არც ის არის გასაკვირი, რომ გითხრათ შეყვარებულებიც ინტერნეტში, კერძოდ კი Facebook-ზე აგვარებენ საქმეებს. ჩემი აზრით, სიყვარული და შეყვარებული ისეთი თემაა, რომელსაც არ უნდა ნახულობდეს ვიღაც “გადამთიელი” ადამიანი.
მე ვერ ავიტან თუ ჩემი შეყვარებული ვოლს გადამიჭრელებს სასიყვარულო ტექსტებით და პოპულარული პოეტების გამონათქვამებით.
სასაცილოები მგონიან შეყვარებულები, რომლებიც ყველაფერს ვოლზე აგვარებენ. წარმოიდგინეთ, რომელიმე თქვენი მეგობრის პროფილზე შედიხართ და გხვდებათ პოსტი:
“ჩემო საყვარელო, დღეს დილით ჩაი დავლიე. შენ რა მიირთვი საუზმეზე?”
რამდენიმე დღის წინ შევესწარი ასეთ საუბრებს news Feed-ში. გოგომ დაუპოსტა ბიჭს და იმ სტატუსზე 300მდე კომენტარი გაჩნდა მარტო ამათი, სადაც იყო მოთხრობილი მთელი ამათი სიყვარულის ამბავი, რომელსაც მათ მაგივრად არანაირად არ დავწერდი არსად. ტეხავს რაა
)
ამიტომაც ვაფრთხილებ ჩემს შეყვარებულს ვოლზე არაფერი სასიყვარულო დამიწეროს. არ მინდა ვინმეს თვალში სასაცილო გამოვჩნდე, როგორც ისინი ჩემსაში.

(ამ სურათის სრული ისტორია შეგიძლიათ იხილოთ აქ - http://thesavoia.com/2012/02/24/girlfriend-tattoos-boyfriends-face-of-1-week-on-her-arm/)
აი ეს გოგო დებილია.
ბიჭებო, თუ იმას გეუბნებით, რომ არ მინდა ჩემს ვოლზე სიყვარულის ახსნა დაიწყოთ, სულაც არ ნიშნავს რომ თქვენგამო რამის მრცხვენია, უბრალოდ ყველაფრის სახალხოდ ლაპარაკი არც ისე კარგია.
EUGame – Second Place
we have to do some catching up!
ჩემს ცხოვრებაში ვინმე როგორც კი გამოჩნდება ეგრევე ვივიწყებ ჩემს ბლოგს და უნამუსოდ ვტოვებ აპარატზე შეერთებულს, მაშინ როცა უამრავი მაქვს დასაწერი.
ბევრი იდეა პოსტებთან დაკავშირებით, უამრავი ღონისძიება და კონკურსი… თუმცა მაინც ჩაფიქრებული თვალებიც ვუცქერ მონიტორს, სადაც ახალი პოსტის ფანჯარა მაქვს გახსნილი და ვფიქრობ საიდან დავიწყო. როგორც იქნა გადავწყვიტე დავწერო EU GAME-ის შესახებ.
EUgame ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის “Youth Vision Georgia“ს მიერ, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირსა და ამ ორგანიზაციაში მყოფ სახელმწიფოებს.
დირექტორმა 5 “წარჩინებული” მოსწავლე შეგვარჩია და გაგვიშვა. 4 მაისს ლექციას დავესწარით თსუ-ში, სადაც მოხსენებები წაიკითხეს ევროკავშირის ელჩის მოადგილემ - ბორის იაროშევიჩიმ , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ - ჟერარდ ფიშერმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსმა – არჩილ ყარაულაშვილმა.
ვერ ვიტყვი რომ მოხსენებას დიდი სიხარულით ვუსმენდი, ამას ლექციაზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტოც მოწმობს (ლინკი), რადგან მონოტორულად საუბრობნენ მომხსენებლები და მეძინებოდა.
თამაშის შესარჩევი ტური გაიმართა 6 მაისს თსუ-ში, სადაც სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემმა გუნდელებმა ყველაფერი წინა დღეს ვისწავლეთ, ძალიან კარგად გავართვით თავი სამივე რაუნდს. ყველაზე მაგარი ჩვენი ლიდერი იყო, რომელმაც ბლიცში 15იდან 13 სწორი პასუხი აიღო. საბოლოოდ, 35იდან 31 ქულა ავიღეთ და ფინალურ ტურში გავედით.
ფინალური ტური ასევე თსუ-ში გაიმართა 8 მაისს. კითხვები ბევრად რთული იყო და გამარჯვებას არ ველოდით. პირველი რაუდნის დასრულებამდე ვნერვიულობდით, რადგან გვეგონა დაბალი ქულები გვქონდა, მაგრამ როგორც კი პირველი რაუნდის ქულები გავიგეთ ასე თუ ისე ამოვისუნთქეთ და გავარგძელეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ნაკლები ნერვიულობით. საბოლოოდ, 30იდან 22 ქულა ავიღეთ და 8 გუნდიდან მეორე ადგილზე გავედით.
დიდი მადლობა ჩემს გუნდელებს. თქვენ რომ არა მე ვერასდროს გავიმარჯვებდი
)
9 მაისს 11 საათზე დაჯილდოებაზე დაგვპატიჟეს, სადაც სხვა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს “ვუსმენდით” და ვფიქრობდით რა საჩუქრებს დაგვირიგებდნენ.
მარტო ის ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე გასულებს 200 ლარიანი პარნასის ვაუჩერს გადასცემდნენ, მეორეზე – 150 ლარიანს და მესამეზე 100 ლარიანს, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცალკე საჩუქრებს ამზადებდა. პირველ საათზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა დაგვასაჩუქრა ბავშვები <3
150 ლარიანი ვაუჩერით მთელი გუნდი ეგრევე ჭავჭავაძის პარნასში წავედით და წიგნები ვიყიდეთ.
მე შევარჩიე ხუთი წიგნი:
- პაულო კოელიო – 11 წუთი
- პაულო კოელიო – ეშმაკი და სენიორიტა პრიმი
- პაულო კოელიო – ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა
- ვაჟა გიგაშვილი – ნადირობა ჩონ-ტაშში
- კატარინა მასეტი – ტიპი მეზობელი საფლავიდან
King’s English-ის დღიურები
თებერვლის ბოლოს ჩემმა სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა მთხოვა ინგლისური ენის ოლიმპიადაში მიმეღო მონაწილეობა, რომელსაც King’s English ატარებდა.
4 მარტს 15 საათზე ჩემს მეგობართან ერთად მაღლივის კორპუსთან ვიდექი და ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც არც ისე მომწონდა. დიდი ხანი ველოდით როდის შეგვიშვებდნენ, რადგან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი კიბეებთან და ჯგუფ-ჯგუფად გვიშვებდნენ. საბოლოოდ, 4ის წუთებზე შევედით აუდიტორიაში და 2 საათიანი ვადა მოგვცეს. დამკვირვებლები ‘ლ’-ებს არ იშურებდნენ და ვეცადე მალე მოვცილებოდი იქაურობას. ნახევარ საათში დავამთავრე და გამოვედი, რამდენიმე დღის შემდეგ კი ვნახე რომ 100იდან 91 ქულა ავიღე, თუმცა ამის მიუხედავად მაინც უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით.
18 მარტს 15 საათზე ისევ მაღლივთან ვიყავი, ხელში ბანკის ქვითარი მეჭირა, რომ ნამდვილად გადავიხადე მეორე ტურის საფასური 15 ლარი. მეორე ტური ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან მესამე სავარჯიშო მთლიანად იდიომებს ეთმობოდა, რომელიც ძალიან ბევრმა არ იცის და მათ შორის ნახევარი არც მე ვიცოდი. საბოლოოდ, 87 ქულა ავიღე და აღმოჩნდა რომ საბოლოო მესამე ტურშიც გადავედი.
25 მარტს 15 საათზე კვლავ მაღლივთან ვიყავი და ვტკბებოდი ხალხის რაოდენობით, რადგან წინა ტურებისგან განსხვავებით ამ დღეს IX, X და XI კლასელი მხოლოდ 300 ბავშვი იქნებოდა და სავარაუდოდ არც ჭყლეტვაში მოვხვდებოდი. ჩემი ვარაუდები ახდა და სრულიად თავისუფლად ავედი მაღლივის რომელიღაცა სართულზე, სადაც ერთ-ერთ დიდ აუდიტორიაზე მიმითითეს შედიო. იქ 100 ბავშვი ვისხედით. სამწუხაროდ, ამ რაოდენობის აუდიტორიაში ტესტის წერა არც ისე ადვილია, რადგან ზოგი რას გადაიჩურჩულებდა, ზოგი რას. მე კი დაბნეული ვკითხულობდი ტექსტს, რომლის ვერცერთ სიტყვას ვერ ვიაზრებდი. რამდენიმე დღე ველოდებოდი პასუხებს და როდესაც ვნახე 86 ქულა მეგონა ვერ გავედი იმ ოცეულში, რომელსაც სიგელი ეკუთვნის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა 11ე კლასელებში არც ისე ჭკვიანები იყვნენ და მე 14 თუ 15 ადგილზე გავედი.
დაჯილდოება და სიგელების გადმოცემა წესით 22ში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადადეს 24 აპრილს და მე დამავიწყდა
საბოლოოდ, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. რაც არ ვიცოდი დამამახსოვრდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ ჩემი ქულების, უფრო მეტი შემეძლო.
Top 5
კიდევ ერთი ტეგ-თამაში
ტოპ 5 მომღერალი/ჯგუფი:
- Bon Jovi
- Maroon 5
- Queen
- Aerosmith
- Nickelback

ტოპ 5 ფილმი:
- Jesus Christ Superstar
- Hair
- Pay It Forward
- Hard Ball
- The Virgin Suicides

ტოპ 5 სიმღერა:
- HALLELUJAH
- Bon Jovi – Social disease
- Bon Jovi – Last Cigarette
- The Killers – Human
- Coldplay – Paradise

ტოპ 5 სასმელი:
- კოკა-კოლა
- ვაშლის წვენი
- ლუდი
- არაყი
- წყალი (?)

ტოპ 5 საგანი:
- ინგლისური
- ქართული
- მათემატიკა
- ინფორმატიკა :დ
- ფიზკულტურა :დ
ტოპ 5 ქვეყანა:
- ბრიტანეთი
- აშშ
- საფრანგეთი
- ბრაზილია
- ესპანეთი
![]()
ტოპ 5 საჭმელი:
- შოკოლადი
- შემწვარი კარტოფილი
- ძეხვი
- გამდნარი ყველი
- შემწვარი კვერცხი

ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა!
გაფრთხილება : ამ პოსტს ვწერ ძალიან გაბრაზებული მთელ დედამიწაზე და მასზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე.
თურმე იმედის და რუსთავი 2ის ბრაზილიური სერიალები სულაც არ არის სისულელე. პირიქით, ისინი ცხოვრებას გვაჩვევენ და გვასწავლიან, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც საიდუმლო და ეს საიდუმლო ბევრისთვის ამაზრზენი შეიძლება იყოს (არ იფიქროთ რომ ბრაზილიური სერიალების ფანი ვარ, უბრალოდ როგორც ყველას, მეც მყავს სახლში ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც უყურებს და იშვიათად მაინც მიწევს რამდენიმე წუთის ყურება :დ ).
თურმე აქაც ზრუნავენ “კეთილი და მზრუნველი” მშობლები შვილის რეპუტაციაზე და შვილიშვილს შვილად აღიარებენ. ანუ რა გამოდის – და-ძმა სინამდვილეში დედა-შვილია, ხოლო დედა-შვილი კი ბებია და შვილიშვილი.
მარტო აქ იფუჭებენ ანალურ ხვრელს, რათა შემდეგში პატიოსანი გოგონებივით ჩაბარდნენ ქმრებს.
მარტო აქ აუქმებენ სოციალურ ქსელებს სახელზე დაწერით “გაუქმებულია”. აბა როგორ წაშლიან მთლიან გვერდს.. მერე ხომ მთელი თბილისის ჭორებს ვერ გაიგებენ.
მარტო აქ აკეთებენ პროფილებს სოციალურ ქსელებში “ჭორიკანა”, “ყველაზე თსლ ნაროდეე” “ყველაზე ლამაზეე” და კიდევ ძალიან ბევრი მარაზმი სახელებით.
პ.ს. ერთი ადამიანი მეზიზღება 7 იანვრის შემდეგ. ისე მეზიზღება რომ თითოეულ ლაიქზე ან თუნდაც ნიუს ფიდში შეხვედრისას სიმწრისგან მზად ვარ ლეპტოპი დავამტვრიო, ის ლეპტოპი რომელიც ჩემს უამრავ საიდუმლოს იანახავს. დღეს კი ვოლზე მიწერს “გილოცავ ირინა, ძალიან მიყვარხარ”. გაიტენე ერთ ადგილას შენი ეგ სიყვარული. რა ჩემ ფეხებად მინდა! რაც არ უნდა გააკეთო, ვერასდროს მიიღებ ჩემგან ვერაფერს გარდა ზიზღით სავსე თვალებისა.
ტუტორიალები ქართველი მამაკაცებისათვის
ამ ბოლო ხანებში ხალხთან უფრო დიდი შეხება მაქვს ვიდრე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მივხვდი, რომ ყველა ქართველ კაცს სჭირდება ტუტორიალი სხვადასხვა საქმეში. დღეს ორ ტუტორიალს დავწერ და მომავალში ვნახოთ როგორ მოიქცევიან.
1. როგორ მოიწმინდოთ ცხვირი?
ბატონებო, თქვენ როგორც იწმინდავთ ცხვირს არ არის სწორი – თითებით არ უნდა მოიწმინდოთ. ამისათვის საჭიროა ერთჯერადი “სახოცი” ან ცხვირსახოცი. თუ არ იცით როგორ გამოიყურება, მე განახებთ!

რადგან უკვე იცით, როგორია ცხვირსახოცი, შეგვიძლია ტუტორიალზე გადავიდეთ.
როდესაც იგრძნობთ, რომ ცხვირში ე.წ. ჟღვლინტი გაქვთ ამოიღებთ ცხვირსახოცს და იგივეს გააკეთებს რასაც თითებით აკეთებდით. ეს ყველაფერი კი დაახლოებით ასე გამოიყურება :

2. როდის/როგორ/სად გადაიფურთხოთ?
ქართველი მამაკაცები, რომ აქლემების შთამომავლები ხართ უკვე გავიგეთ გოგონებმა და ზოგი შეეგუა კიდეც თქვენი ფურთხების ხილვას, მაგრამ ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს.
როდის და უნდა გადაიფორთხოთ? – არასდროს და არსად, მაგრამ თუ ძალიან გინდათ – მარტო ყოფნისას, იქ სადაც არავინ არასდროს მივა.
როგორ უნდა გადაიფურთხოთ? – ისე რომ არავინ დაგინახოთ.
აქვე პატარა მონოლოგიც : არ არის აუცილებელი ასკინკილით ვიარო ქუჩაში, მარტო იმიტომ რომ თქვენ ნერწყვის ჩაყლაპვა არ გინდათ. სკოლასთან ვერ დავმდგარვარ, მარტო იმიტომ რომ ტბებს აყენებთ. გეყოთ რა!
მოგზაურობა სასამართლოში და სასახლეში
15 მარტს სკოლიდან ბავშვები წაგვიყვანეს პრეზიდენტის სასახლის და უზენაესი სასამართლოს დასათვალიერებლად. პირველი გაჩერება პრეზიდენტის სასახლე იყო, სადაც მობილურები შესასვლელში დაგვატოვებინეს და გაარკვიეს თუ ვინ გადაიღებდა ფოტოებს სასახლეში. ვნახეთ ყველა ოთახი, გარდა პრეზიდენტის კაბინეტისა, რადგან პრეზიდენტი იმყოფებოდა იქ ^_^ ყველაფერი ძალიან ლამაზია. სახელოვან გუმბათზეც იყვნენ ბავშვები ასულები, მაგრამ მე ვერ გავბედე სიმაღლის შიშის გამო. გუმბათის ქვეშ არის საქართველოს გერბი, რომელსაც სინათლე როდესაც ეცემა ქვედა სართულზე იხატება
ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის საჩუქრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებისა და მოქალაქეების ნაჩუქარი. ყველაფრის აქ დაწერას არ ვაპირებ, რადგან დიდი პოსტი გამომივა. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ პრეზიდენტის სასახლე საიტზე (ლინკი). წამოსვლისას საჩუქრები დაგვირიგეს. პრეზიდენტის სასახლის და პარლამენტის შენობის ბუკლეტები, პრეზიდენტის სასახლის გულსაბნევი, კალამი და ბრასლეტი.
შემდეგი ჩვენი გაჩერება საქართველოს უზენაესი სასამართლო იყო, სადაც შესვლისთანავე წიგნები დაგვირიგეს – “ბავშვი და სამართალი” & “სამოქალაქო განათლების ლექსიკონი”. ორივე ძალიან კარგი წიგნია და დარწმუნებული ვარ გამომადგება.
ვნახეთ სასამართლოს დარბაზი, სადაც ილია ჭავჭავაძის მკვლელების გასამართლება მოხდა და ასევე მრავალი ფილმია გადაღებული. ის დარბაზი ზუსტად იგივენაირად არის აღდგენილი როგორც თავიდან იყო და იმ დროინდელი ავეჯი დგას. ასევე ვნახეთ სასამართლოს დარბაზი, სადაც თვითმფრინავის ბიჭების გასამართლება მოხდა, სადაც ახლა აღარ ხდება გასამართლება.
ასევე საკნები, სადაც პატიმრები სასამართლოს დაწყებამდე და დასრულების შემდეგ 10-15 წუთს ატარებენ.
ყველა დარბაზი ძალიან ლამაზია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსაცდელში სურათები კიდია ძველი თავმჯდომარეების და ქვევით წლები აწერია, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ვინც იყვნენ, მათი სახელები და წლები ჩარჩოშია მოთავსებული და სურათები არ კიდია.
ასევე შევხვდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს, რომელმაც ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა და გამოგვიშვა სახლებში.
Soviet Story სკოლაში
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუააზიაში. საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა
საბედნიეროდ, მე არ მოვსწრებივარ საბჭოთა კავშირის პერიოდს. 1-2 თვის წინ ბევრი არაფერი ვიცოდი იმ პერიოდის შესახებ, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ყველაფერი გავიგე საბჭოთა ისტორიის შესახებ ფილმში, რომელიც ბატონი მინისტრის ბრძანებით ყველა სკოლაში იქნა ნაჩვენები.
20-30 ბავშვი აგვარჩიეს და შეგვიყვანეს კლასში, რომელიც მზად იყო ფილმის ჩვენებისათვის. როგორც კი ფილმი დაიწყო მივხვდი რომ კარგ ხასიათზე არ გავიდოდი იმ კლასიდან.
ფილმი ბევრ ინფორმაციას შეიცავდა, რაც, ჩემი აზრით, მოზარდმა ერთდროულად არ უნდა გაიგოს.
ფილმში საბჭოთა კავშირის რეალურ მსხვერპლებთან ჩაწერილი ინტერვიუები იყო, ისევე როგორც იმ დროინდელი ფოტოები, რომელზეც საშინლად გამხდარი ხალხის ცხედრებია აღბეჭდილი. ასევე ნაჩვენები იყო ძალიან ბევრი პოლიტიკური თანხვედრა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის.
ყველაზე მეტად უკრაინელები შემეცოდნენ, რომლებიც შიმშილით მოკლა საბჭოთა კავშირმა.
ნერვები მომეშალა მაშინ, როდესაც ჰიტლერის და სტალინის შეთანხმებაზე საუბრობდნენ.
საბოლოოდ, იმ პერიოდში 21 მილიონი ადამიანი მოკვდა/მოკლეს.
და მაინც, რათ უნდა ხალხს იმ დროის დაბრუნება? მარტო იმიტომ, რომ ყველაფერი უფასო იყო?! უკაცრავად, მაშინ ხომ არაფერი არ იშოვებოდა და ხალხი ყველაფრით კმაყოფილი იყო. არ იქნებოდი და შენი აჯობებდა :დ სხვა დახვრეტილებთან ერთად შენც საერთო სასაფლაოზე ამოგალპობდნენ.
"რატომ იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?"
ფილმი – ცხოვრება
ამ ბოლო ხანებში უცნაური აზრები მაწუხებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქუჩაში მარტო დავსეირნობ და ყურსასმენებში მუსიკა მაქვს ჩართული.
ერთერთს კი ქვემოთ წამოგიდგენთ. დანარჩენების შესახებ მარტო სალიმ იცის ^_^
ამის დაწერისას, თუ არ ვცდები, ძალიან ვიყავი ფილმების ყურებით გატაცებული.

- ფილმი – ცხოვრება
- სცენარისტი – მე
- პროდიუსერი – მე
- მემონტაჟე – მე
- მთავარ როლში – მე
- მეორე ხარისხოვან როლებში – ოჯახის წევრები და მეგობრები
- მესამე ხარისხოვან როლებში (ეს რაღაც მე მოვიგონე :დ) – სკოლელები, ჯგუფელები, ნაცნობები
- ეპიზოდურში – ქუჩაში მოსიარულე და ავტობუსში მყოფი ხალხი
გაზაფხული <3
In the spring a young man’s fancy lightly turns to thoughts of love /Alfred, Lord Tennyson/
როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი ამბობს გაზაფხულზე მოსწავლეებს ყურადღება გვეფანტება და ფანჯრებიდან სიყვარულის თვალებით ვიყურებით ხოლმე, ამიტომ მის განაყოფში როდესაც ვიყავი ყოველთვის ცდილობდა საკონტროლოები სემესტრის დასაწყისში დაგვეწერა და არა შუაგულ გაზაფხულზე, როდესაც თითქმის არასდროს არ ვართ გაკვეთილებზე.

ჩემი საყვარელი სეზონია გაზაფხული. არა იმიტომ რომ ალერგია მაქვს, რომელმაც გაზაფხულის პირველივე დღეს შემახსენა თავი და უკვე მესამე დღეა სიცოცხლეს მიმწარებს.
გაზაფხული სიყვარულის სეზონია, როდესაც ყველაფერი ლამაზად გეჩვენება.
ამ დროს დაბადების დღეების სეზონი იხსნება და უამრავი სხვადასხვა დღესასწაულისაც, რომლებიდანაც ჩემს საყვარელს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა ერთნაირად მიყვარს.
ახალი საიდუმლოებების სეზონიც არის გაზაფხული (სიყვარულს ხომ საიდუმლოებებიც თან ერთვის), რომელიც უკვე გაიხსნა და ჩემს დაქალებს პირველი “საგაზაფხულო” საიდუმლო გავუმხილე.
ეს სეზონი გრილი ამინდების გამოც მიყვარს. ამ დროს შემიძლია ის ჩავიცვა რაც მიყვარს და არა ნაქსოვი ზედები ან კაბები, რომელიც ზაფხულში ასე თუ ისე სიცხისგან მანთავისუფლებს.
10 აპრილს ჩემი დაბადების დღეა და 17ის ვხდები. ჯერჯერობით ვერ ვიაზრებ რომ ვიზრდები, რადგან ყოველთვის ეს ასაკი ჩემთვის ძალიან დიდობასთან იგივდებოდა და არ ვიცი ჩემი ცანცარული ხასიათი სად წავიღო.
ამოჩემებული სიმღერა :










